როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეტს ლონდონის ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდებიან.
მატჩამდე 1 დღით ადრე ლურჯების მცველებმა, რის ჯეიმსმა და ლევი კოლუილმა პრესკონფერენცია გამართეს:
ჯეიმსი: "ეს უმაღლესი დონის მატჩი იქნება. ჩვენი მეტოქე ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ეს ფინალია, ერთი შეხვედრაა. მათ ყველა ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა მე ბევრ ფინალში მივიღე მონაწილეობა, სადაც ფავორიტები ვიყავით და ვერ გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველა პარიზულ გუნდზე საუბრობს, თუმცა სათანადოდ ვართ მომზადებული და მოვიგებთ.
მძიმე დაპირისპირება იქნება. არასწორად არ გამიგოთ. მგონია, ბევრს გავაკვირვებთ. აქამდე გრძელი გზა გამოვიარეთ და თამაშს მოუთმენლად ველით.
კოლუილი: "რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია, პატივს ვცემთ. „რეალთან“ მათი მატჩი ვნახეთ, მაგრად ითამაშეს. ჩვენ სხვა გუნდი ვართ და საკუთარი თავის გვჯერა. „რეალისგან“ განვსხვავდებით, „ინტერისგანაც“, რაღაც სხვას ვაჩვენებთ. ისინი ჩვენსავით პრესინგს ვერ მიმართავენ და ვერ თამაშობენ. ჩვენთან ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იქნება.
გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ და პსჟ-ს შეტევებს შევაჩერებთ. სწორედ ამ მხრივ ვართ ძლიერები. ფინალში საკუთარ სტილში ასპარეზობით გავედით და რაიმე რატომ უნდა შევცვალოთ? შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და ამის დამტკიცება გვსურს. გუნდის მჯერა, რადგან ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეგვიძლია“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ