"სამი რამ, რაც მამარდაშვილმა თავის დებიუტში გვაჩვენა" - Liverpool.com ქართველის დებიუტს აფასებს "სამი რამ, რაც მამარდაშვილმა თავის დებიუტში გვაჩვენა" - Liverpool.com ქართველის დებიუტს აფასებს » Footballnews "სამი რამ, რაც მამარდაშვილმა თავის დებიუტში გვაჩვენა" - Liverpool.com ქართველის დებიუტს აფასებს
გათიშვა

"სამი რამ, რაც მამარდაშვილმა თავის დებიუტში გვაჩვენა" - Liverpool.com ქართველის დებიუტს აფასებს

"სამი რამ, რაც მამარდაშვილმა თავის დებიუტში გვაჩვენა" - Liverpool.com ქართველის დებიუტს აფასებს
10 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა პრე-სეზონის პირველ მატჩში პრესტონის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

წითლებმა მეტოქეს დამაჯერებლად 3:1 სძლიეს, თუმცა ქართველს გოლი არ გაუშვია.

მამარდამ მოედანზე 45 წუთი დაჰყო და კარი მშრალად შეინახა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპულთან დაახლოებულმა საფეხბურთო გამოცემამ, Liverpool.com-მა გიორგის დებიუტი შეაფასა:

"ლივერპულში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ერთი წლის განმავლობაში იგეგმებოდა და, როგორც იქნა, ქართველ მეკარეს საბოლოოდ მიეცა შანსი წითლების შემადგენლობაში მოედანზე გასულიყო პრესტონთან ემოციურ მატჩში.

მამარდაშვილი კლუბის პირველივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, რადგან თამაში წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ხასიათს ატარებდა. ორივე გუნდის მოთამაშეები აშკარად ცდილობდნენ შესვენების შემდეგ ფეხზე წამოდგომას.

თუმცა, რადგან „ლივერპული“ ბურთის ფლობის მხრივ დიდ უპირატესობას ფლობდა, ქართველმა მეკარემაც ბურთი ფეხთან ბევრჯერ მიიღო და ამ მხრივ, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობდა.

შესაძლოა, გასულ წელს, მისი გაფორმების შემდეგ, ბევრი გულშემატკივრისთვის მამარდაშვილის ფეხით თამაში შეშფოთების საგანი იყო. მის, როგორც მეკარის, შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ბოლო სეზონში ბურთთან ფეხით თამაშის დროს რამდენიმე უხეში შეცდომა ჰქონდა.

ზაფხულის ტესტებზე ის კიდევ უფრო მეტ გამოცდას გაივლის, მაგრამ ჯერჯერობით, მისთვის ყველაფერი კარგად მიდის, განსაკუთრებით ერთი მომენტით, რამაც მისი თავი თითქმის იდეალურად გაგვაცნო.

ეს თითქმის ალისონის მომენტი იყო. დებიუტში ბევრი მეკარე საგოლე გადაცემით არ გამოირჩევა, მაგრამ მამარდაშვილმა პირველივე მატჩში თითქმის წარმოუდგენელი ეპიზოდი გვაჩვენა, რასაც მისთვის დიდების მოტანა შეეძლო.

პირველი ტაიმის შუაში, მან თავისი საჯარიმოდან ბურთი წინ, მეტოქის ნახევარზე, ფედერიკო კიეზას მიმართულებით გაისროლა. იტალიელმა კი მცველი ჩამოიტოვა და კარისკენ დაარტყა. სამწუხაროდ, კიეზას საკმარისი სისწრაფე არ აღმოაჩნდა მეკარის მოსატყუებლად, მისი დარტყმული კი კარს აცდა.

კიეზას რომ გოლი გაეტანა, მამარდაშვილისთვის ეს მომენტი შესანიშნავი იქნებოდა. ქართველმა მეკარემ თითქმის გაიმეორა მისი თანაგუნდელის, ალისონ ბეკერის, მომენტი, როდესაც ბრაზილიელმა მოჰამედ სალაჰს „მანჩესტერ სიტისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გაატანინა. ამ ეპიზოდის მიუხედავად, მის თამაშზე ნაადრევი დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად და კვალის დასატოვებლად მას საკმარისი დრო ექნება.

რა თქმა უნდა, 190 სმ სიმაღლის მამარდაშვილი ლივერპულის კარში შთამბეჭდავი ფიგურაა და თავისი სიმაღლის სასარგებლოდ გამოყენებისაც არ ეშინია, მაშინაც კი, თუ ბურთის მოსაგერიებლად თანაგუნდელთან შეჯახება მოუწევს.

პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მისი გუნდი ბრედლის გოლით 1:0 იგებდა, მამარდაშვილმა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, ამ დროს კი ერთ-ერთი მცველი მიწაზე დააგდო.

შემდეგ, თავის ხაზთან კმაყოფილი სახით დაბრუნდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მას შეუძლია კმაყოფილი იყოს, რადგან კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო, თუმცა რეალურად, მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეც არ ყოფილა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადრეული ნიშნები იმედისმომცემია. როგორც ჩანს, „ლივერპულმა“ კელეჰერის შესაფერისი შემცვლელი და ალისონის კონკურენტი იპოვა", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ლივერპული მომდევნო მატჩს 26 ივლისს აზიაში ამხანგურ მატჩს მილანის წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ კი 30 ივლისს, ასევე აზიაში, ადგილობრივ იოკოჰამა მარინოსს დაუპირისპირდება.

მომზადებულია Crystalsport.ge-ის მიხედვით.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ