როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა.
ქართველმა პრესტონთან 45 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.
შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გიორგიზე რამდენიმე ლივერპულის ფანმა დაწერა, რომ ის ჯალუიჯი დონარუმას ჰგავს.
"ძმაო, ის გვერდიდან დონარუმას ძალიან ჰგავს"
"ღმერთო ჩემო, ამ ფოტოში ნამდვილად დონარუმას ჰგავს. შეიძლება ბევრს ვერც გაერჩია"
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სქაუზერებმა ქართველს დამაჯერებლობა მოუწონეს და გიორგიმ მათგან დიდი სიმპატიაც დაიმსახურა.