დრო ოჯახთან ერთად და დილის 7 საათიდან მზადება - ლუის ენრიკეს სპეციალურად შემუშავებული განრიგი ფეხბურთელებისთვს დრო ოჯახთან ერთად და დილის 7 საათიდან მზადება - ლუის ენრიკეს სპეციალურად შემუშავებული განრიგი ფეხბურთელებისთვს » Footballnews დრო ოჯახთან ერთად და დილის 7 საათიდან მზადება - ლუის ენრიკეს სპეციალურად შემუშავებული განრიგი ფეხბურთელებისთვს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

დრო ოჯახთან ერთად და დილის 7 საათიდან მზადება - ლუის ენრიკეს სპეციალურად შემუშავებული განრიგი ფეხბურთელებისთვს

დრო ოჯახთან ერთად და დილის 7 საათიდან მზადება - ლუის ენრიკეს სპეციალურად შემუშავებული განრიგი ფეხბურთელებისთვს
10 თვის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან დამარცხდა.

მედიაში ირკვევა, რომ ტურნირის დაწყებამდე ლუის ენრიკეს გუნდისთვის სპეციალური გეგმა და განრიგი შეიმუშავა:

- პირველ რიგში, ლუის ენრიკემ ტურნირის დაწყების წინ თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ მიუხედავად წარმატებული, ხანგრძლივი და დამღლელი სეზონისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ფეხბურთელები ყველა მატჩში 100%-ით უნდა დახარჯულიყვნენ.

- პსჟ-ს ფეხბურთელების და სტაფის მოქცევის წესი ამერიკაში ზუსტად იდენტური იყო, როგორც პსჟ-ს კამპუსზე. იგულისხმება მომზადების სტილი, მიმდინარეობა და მიდგომა.

- ვინაიდან ამერიკის დროით მატჩები ზედმეტად ადრე იყო, (მაგ. 12:00, 13:00), ფეხბურთელებს გაღვიძება, საუზმე და მატჩისთვის მზადება 07:00 საათიდან უწევდათ.

- თამაშებს შორის შუალედ დღეებში ლუის ენრიკე ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას აძლევდა, ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ თუ ისინი თავისუფალ დროს საშოპინგოდ ან სხვა ადგილას გავიდოდნენ, ამით არაფერი დაშავდებოდა.

- ამ ყველაფერთან ერთად, ენრიკე თავის ფეხბურთელებს ნებას რთავდა, რომ თავიანთ ოჯახის წევრებთან ხშირი და ახლო კომუნიკაცია ჰქონოდათ.

- ლუის ენრიკე ხშირად ატარებდა თეორიულ განხილვებს, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების ნაწილი არაევროპული იყო და ფეხბურთელებს მათზე ბევრი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

- ესპანელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები წინასწარ გააფრთხილა, რომ ამ ტურნირის დასრულების შემდეგ, მათ 3-კვირიანი დასვენება მიეცემოდათ. შესაბამისად, შეკრება 4 აგვისტოს დაიწყება.

მომზადებულია LaGazettaGeorgia-ს მიხედვით.

FACEBOOK კომენტარები