მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიდან პსჟ-ში გადაბარგდა, მეაპოლელი ქომაგების დიდი ნაწილი ქართველს მისტირის.
გთავაზობთ, ერთ-ერთი ფანის ემოციურ წერილს:
"მთლიან ნეაპოლს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აკლია. ის ქალაქში ყველას გვენატრება, გვაკლია. მისნაირად დიეგო მარადონას შემდეგ არავის უთამაშია. ულამაზესი მოძრაობები, გოლები, ასისტები, რა დამავიწყებს. მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. როცა მოვიდა გვარს წესივრად ვერ ვამბობდი, ახლა კი ცოტა ქართულიც ვიცი. მოგვენატრა ჩვენი 77. კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები", - წერს ნეაპოლელი გულშემატკივარი.