ალისონ ბეკერმა „ლივერპულის“ აზიური შეკრება დატოვა. კლუბმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი მეკარე იაპონიიდან პირადი მიზეზებით წავიდა.
სავარაუდოდ, ალისონი „ლივერპულს“ ინგლისში დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. ალისონმა აზიურ ტურნეში „მილანის“ წინააღმდეგ 45 წუთი ითამაშა.
„ლივერპული“ 30 ივლისს, თბილისის დროით 14:30 საათზე „იოკოჰამა მარინოსს“ შეხვდება და გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ პრესეზონზე სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
„ლივერპული“ სეზონს 10 აგვისტოს, „კრისტალ პალასთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩით დაიწყებს, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში 15 აგვისტოს, „ბორნმუთს“ შეხვდება.