ლივერუპულის მეკარეების მწვრთნელმა, ხავი ვალერომ კლუბის მედია ჯგუფთან ინტერივიუ ჩაწერა.
მას ახალწვეული კიპერის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს:
"ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ის ამ დონეზე წლების განმავლობაში თამაშობდა. ამიტომ ყველა ჩვენგანისთვის პასუხისმგებლობაა, რომ მართლაც მაღალი სტანდარტები შევინარჩუნოთ. ჩემი მხრიდან, მეკარის პოზიციაზე მაღალი სტანდარტების შენარჩუნება ჩემი პასუხისმგებლობაა და ჩვენ, როგორც კლუბს, გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს. გამიმართლა, რომ წარსულში მსგავსი გამოწვევების წინაშე ვყოფილვარ და ამ სეზონში მიზანია შევინარჩუნო კლუბის მიერ მრავალი წლის განმავლობაში დადგენილი მაღალი სტანდარტები.
გიოს სახით გვყავს მეკარე, რომელიც ახალგაზრდაა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ის ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და ვფიქრობ, აჩვენებს, რომ ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მომდევნო წლებში საუკეთესო იყოს. ძალიან ძლიერია და აგრძელებს ზრდას, ეს ვალენსიაში, ლა ლიგაშიც დაამტკიცა. ვიტყოდი, რომ ის თავის ასაკში საუკეთესოა", - განაცხადა ვალერომ.