მას შემდეგ რაც ლიონს სასჯელი მოუხსნეს და დადასტურდა, რომ კლუბი შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ითამაშებს, გიორგი მიქაუტაძის მომავალი ფაქტობრივად გაირკვა.
ქართველმა ბომბარდირმა თავად განაცხადა, რომ წასვლას არსად აპირებს და თავს კარგად გრძნობს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, პაოლო ფონსეკა ქართველს მთავარ ფორვადად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, ფრანგულ მედიაში ვულვზის ინტერესის შესახებ იწერება:
“პაულუ ფონსეკა ახალი სეზონისთვის სამზადისის დაწყებისას გიორგი მიქაუტაძეს ხელშეუხებელ მოთამაშედ კი ასახელებდა, მაგრამ ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი მაინც არსებობს. ქართველი თავდამსხმელის სახელი ვუვლერჰემპტონმაც მოინიშნა.
ჩერკის, ტიაგო ალმადას, ლაკაზეტისა და პერის დაკარგვის შემდეგ, პაული ფონსეკამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ლიონის მწვრთნელმა მზადების დაწყების წინ ჟურნალისტებს გასაგებად უთხრა, რომ კორენტენ ტოლისო და გიორგი მიქაუტაძე არ იყიდებიან. პორტუგალიელი სპეციალისტი გარკვეულია ლიონში არსებულ ვითარებაში და იმასაც ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტრანსფერები, მაგრამ მას 2025/26 წლების სეზონისთვის ახალი გუნდის შენება თავისი ახალი კაპიტნისა და 24 წლის ქართველ ფორვარდის გარშემო სურს. თავი მხრივ, მიქაუტაძესაც სურს ლიონში დარჩენა, რომელთანაც კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მაგრამ ლიონისა და მიქაუტაძის ასეთმა პოზიციამ ვერ დააფრთხო პრემიერლიგის ვულვერჰემპტონი, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ფორვარდით. მათეუს კუნიას მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლისგან დასუსტებული კლუბი, თავდასხმის რგოლის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის რესურსებიც აქვს… შეიძლება ითქვას, ვულვზს გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისეთი შეთავაზების გაკეთება, რომელზეც უარის თქმა გაჭირდება, მიუხედავად მწვრთნელის პოზიციისა.
ინგლისურმა კლუბმა შეტევის გასაძლიერებლად უკვე გაიფორმა ცენტრფორვარდი და გარემარბი, მაგრამ ვულვზის მთავარი მწვრთნელისთვის, ვიტორ პერეირასთვის ეს საკმარისი არ არის, რომელიც კლუბისგან მიქაუტაძის ყიდვასაც ითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია, გადაიქცევა თუ არა ეს ინტერესი პრემიერლიგის კლუბის წინადადებად, მაგრამ ლიონის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ ნერვიულობა, რადგან მიქაუტაძის წასვლა, ეჭვგარეშეა, მათთვის ბოლო წვეთი იქნება”, - წერს Foot01.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
