"2026 წლის მუნდიალი და პრემიერ ლიგა" - გიორგი ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუს "2026 წლის მუნდიალი და პრემიერ ლიგა" - გიორგი ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუს » Footballnews "2026 წლის მუნდიალი და პრემიერ ლიგა" - გიორგი ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუს
გათიშვა

"2026 წლის მუნდიალი და პრემიერ ლიგა" - გიორგი ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუს

"2026 წლის მუნდიალი და პრემიერ ლიგა" - გიორგი ჩაკვეტაძის ვრცელი ინტერვიუს
22 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვტაძემ Watford Observer-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ქართველმა ფეხბურთელმა თვის მომავალ მიზნებზე ისაუბრა:

"როცა აქ მოვედი, უბრალოდ არ ვიყავი მზად ჩემი დონის თამაშის სტაბილურად საჩვენებლად. დრო მჭირდებოდა და მეორე სეზონში უკვე ბევრად უკეთესად ვიყავი. ევრო 2024-ზე ვითამაშე საქართველოს ნაკრებში, რაც ნამდვილი სიგიჟე იყო, შემდეგ კლუბში უკვე მზად ვიყავი გამოწვევისთვის.

ბავშვობიდან მიყვარდა ბურთი და დრიბლინგი. როცა ბურთი მაქვს, ვცდილობ მეტოქეს დრიბლინგით გავცდე, ან საგოლე პასი გავაკეთო - ასეთია ჩემი თამაში. როცა ვგრძბობ ფანების სიყვარულს, ეს კიდევ მეტ ძალებს მმატებს - ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო.

ახალ მწვრთნელს, ურუგვაელ პაულო პესოლანოს 4-2-3-1 სისტემა მოწონს. გუნდში ბევრი გარემარბია, ასე რომ, დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძეს ცენტრალური როლის შესრულება მოუწევს, როგორც ფიგურალურად, ისე პირდაპირი მნიშვნელობით.

10 ნომერზე მითამაშია, შემიძლია შევუტიო, როგორც ერთი, ისე მეორე ფლანგიდან. როგორც ათიანს, მიყვარს, რომ თავისუფალი ვარ არჩევანში, რომელ მხარეს შევუტიო. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა. ბევრი სწრაფი შემტევი გვეყოლება ამ სეზონში და ეს მე ძალიან მაწყობს.

გასულ სეზონში 41 მატჩი ვითამაშე უოტფორდში და მხოლოდ ორი გოლი გავიტანე. აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო ეს, ასევე მინდა, უფრო მეტი საგოლე პასი გავაკეთო ახალ სეზონში. ბოლო სეზონში რამდენიმე, თითქოს, იოლი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკლს გამოვასწორებ.

ნაკრებში მუდამ ვცდილობთ ჩცენი თამაში ვითამაშოთ, ძალიან მაგარი ზაფხული გვქონდა შარშან. საქართველომ ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. ეს მართლაც საოცარი გამოცდილება იყო. მართლაც კარგად ვითამაშეთ, თავს გიჟურად ვიცავდით, ვცდილობდით კონტრშეტევებზე გვეთამაშა კარგი ფეხბურთი. ჯგუფში ესპანეთი, თურქეთ და ბულგარეთი გვყავს, მუნდიალზე გასვლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავიღებთ ამ მიზნისთვის.

ჯერ ხეირიანად არ მივარჯიშია ახალ მწვრთნელთან. იმედი მაქვს, რომ როცა დავბრუნდები, ბევრს ვისაუბრებ მასთან ჩემს როლზე ახალ სეზონში. ვიცი, როგორ აპირებს თამაშს ჩემპიონატში და მე ეს მომწონს. როგორც ჩანს, ის საკმაოდ კარგი მწცრთნელია. ჩემპიონშიპის დაწყებისთვის 100%-ით მზად ვიქნები.", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

FACEBOOK კომენტარები