ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია მის გუნდში ირიცხებოდა, ქართველის შესახებ კომენტარი გააკეთა.
იტალიელმა განაცხადა, რომ ხვიჩა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას წარმატებაში პარტენოპეიც დაეხმარა:
“შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება ჩემთან უნდა მოვიდეს და არა კვარასთან. ხვიჩას „ნაპოლისთან“ რამდენიმე წლიანი კონტრაქტი აქვს და მინდა ეს ხელშეკრულება გავაგრძელო.
ზოგადად ვიცოდით, რომ კვარაცხელია კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან თავი ნაპოლის წყალობითაც უკეთ წარმოაჩინა“, - განაცხადა აურელიო დე ლაურენტისმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ნაპოლი იანვარში დატოვა და 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა.