საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მარსელ დესალიმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან პარი სენ-ჟერმენის გასულ სეზონსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
დესალიმ ასევე გამოარჩია ლუის ერნიკეს ძალიან მაგარი მუშაობა:
"სანამ ლუის ენრიკე „სენ-ჟერმენს“ ჩაიბარებდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ მწვერვალებს დაიპყრობდა. აბა ერთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ, რა სიტუაცია დახვდა ასტურიელ სპეციალისტს გუნდში? გაუთავებელი კონფლიქტები, დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის და არაჯანსაღი ვითარება. ამას დაემატა ისეთი ვარსკვლავების წასვლა, როგორებიც ლიონელ მესი და ნეიმარი იყვნენ და მალევე კლუბი კილიან მბაპემაც დატოვა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ადვილია მბაპეს დონის ფორვარდის გარეშე დარჩენა, რომელმაც თავის ბოლო პარიზულ სეზონში 44 გოლი გაიტანა, ძალიან ცდება.
ამ ყველაფრის შემდეგ ენრიკემ რა გააკეთა? დააწინაურა ახალგაზრდები. საუბარი მაქვს ბრედლი ბარკოლაზე, დეზირე დუეზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც ლუჩოს მსგავსად, პსჟ-ში რაღაც განსაკუთრებული მოიტანა. თუ მანამდე ყველას და მათ შორის მეც კვარა მხოლოდ მარცხენა ვინგერი გვეგონა, პსჟ-ში დაგვარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მარჯვნივაც ითამაშებს, დაცვაშიც და 90 წუთის განმავლობაში 13 კილომეტრს უპრობლემოდ დაფარავს", - განაცხადა დესალიმ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ