როგორც მოგეხსენებატ, გიორგი მამარდაშვილი თავის კარიერას ლივერპულში აგრძელებს.
ქართველმა წითლების რიგებში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა, ოფიციალურ მატჩებში კი მერსესაიდელთა კარს ალისონ ბეკერი იცავს.
ლივერპულის ფანები მამარდას შესახებ წერენ:
"გულწრფელად რომ ვთქვა, მამარდაშვილი ამ სეზონში იმედს გამიცრუებს. ბურთს ძალიან ნელა იშორებს და ფეხით არადამაჯერებელია."
"თუ რომელიმე გუნდი ჩვენთან პრესინგზე წამოვა, მამარდაშვილის გამო სერიოზულ საფრთხეში ჩავვარდებით."
"ალისონი ფორმაში უნდა იყოს, რადგან მამარდაშვილს სასწავლი ბევრი აქვს, მან უნდა დაივიწყოს უაზრო გრძელი გადაცემების გაკეთება და თავდაპირველად, ფეხით თამაში მცველებთან და საყრდენებთან შეთამაშებით გაიუმჯობესოს."
"ბევრ მეკარეს თავით დარტყმულის მოგერიება ისე არ შეუძლია, როგორც გიორგი მამარდაშვილს!"
"მამარდაშვილის პირველ მატჩებში დავინახეთ, რომ ის ბურთებს კარგად იღებს, მაგრამ ფეხით თამაშზე სამუშაო აქვს."
"რაც წინასასეზონო შეხვედრებში ვნახე, მამარდაშვილში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. ვიმედოვნებ, რომ ის უბრალოდ გუნდთან შეწყობის პროცესშია და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერ წარმოაჩინა."
"მოდით, მას გვერდში დავუდგეთ, როგორც ეს ალისონის შემთხვევაში გავაკეთეთ და შედეგმაც არ დააყოვნა!"