ნაპოლის პრეზიდეტნმა, აურელიო დე ლაურენიტსმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
იტალიელმა განაცხადა, რომ რაც ქართველმა კლუბი დატოვა, ისინი მის ჩანაცვლებას ცდილობენ, მაგრამ შეუძლებელია:
"ამის გაკეთება მომიწია, რადგან მისი აგენტი ფიფას მე-17 მუხლის ამოქმედებით იმუქრებოდა. ქართველის პირველი, შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყეთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები, მისი ხელფასის გაზრდაზე ძალიან კარგი თანხის შეთავაზებით, რადგან ცხადი იყო, რომ დაბალი ხელფასიდან გამომდინარე ნახევარ მსოფლიოს მიიზიდავდა და მისთვის ოქროს ხიდებს გააკეთებდნენ", - თქვა დე ლაურენტისმა.
რა არის ფიფას მე-17 მუხლი? ეს არის პუნქტი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ კლუბის დატოვება უფასოდ მოითხოვოს [გარკვეული პირობების შესრულებით]. შესაბამისად, ზაფხულში ნაპოლი დადგებოდა რისკის ქვეშ, რომ კვარა უფასოდ დაეკარგა. ამიტომაც, კლუბმა ის 6 თვით ადრე გაასხვისა
დე ლაურენტისი ამბობს, რომ მამუკა ჯუღელს სულ სხვა გეგმები ჰქონდა და ნათელი იყო, რომ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით დროის მოგებას ცდილობდა:
მის აგენტს, მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა" - აგრძელებს დე ლაურენტისი: "როგორც საკუთარ თავთან, ისე ფეხბურთელთან მიმართებაში. მას სურდა სხვა კლუბიდან ძალიან მაღალი საკომისიოს მიღება, კვარასთვის ორნიშნა ხელფასიც. მეორე სეზონის შემდეგ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი იყო. მანა, კიაველი და მე დიუსელდორფში გავფრინდით საკითხის მოსაგვარებლად, მაგრამ მამუკა ისევ ითხოვდა დროს და ამტკიცებდა, რომ ჯუნტოლი დაჰპირდა ფულს, რომელიც არ იყო გადახდილი. ეს ტყუილი იყო, გადამოწმება რთული არ ყოფილა. მაშინვე [2024 წლის ზაფხულში] უნდა გამეყიდა, პსჟ-მ კვარა-ოსიმენში 200 მილიონზე მეტი შემომთავაზა. თუმცა კონტესთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ მას შევინარჩუნებდი და ზაფხულში არ გავყიდე", - თქვა ნაპოლის პრეზიდენტმა.
ციტატა ქართულად აღებულია Betsson Sport-იდან