პსჟ-ს ქართველმა სუპერვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ფეხბურთში ყველაზე პოპულარული შეკითხვა დაუსვეს - ლიონელ მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ.
კვარამ შეკითხვას ასე უპასუხა:
"მესი თუ რონალდუ? პირადად მე, კრიშტიანუ მირჩევნია, უფრო მიყვარს, ის ჩემი კერპია და ბავშვობიდან ვქომაგობ, თუმცა მესი საუკეთესოა", - თქვა კვარამ.