ნაპოლის მთავარმა მწვრთნელი, ანტონიო კონტე პრესკონფერენციაზე ბევრ საინტერესო თემას შეეხო.
იტალიელმა სპეციალისტმა სერია ა-ს ზედიზედ მეორედ მოგებაზეც გააკეთა კომენტარი:
"სკუდეტოს მოგება ზედიზედ მეორედ? კარგი გუნდი მყავს, მაგრამ „ნაპოლის“ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა არასოდეს მოუგია. წინა სკუდეტოს შემდეგ გუნდმა, რომელშიც კვარა, ოსიმენი და ზელინსკი იყვნენ, ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.
ყველა გუნდს აქვს წარმატებები და წარუმატებლობები, ამიტომ მთავარია, ბალანსი ვიპოვოთ და ვიცოდეთ, რომ ჩემპიონობის მოპოვება მარტივი არაა. სერია ა-ში ძლიერი კონკურენციაა, ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ“.