იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა - რა ბედი ეწია გაეტანო იმპარატოს იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა - რა ბედი ეწია გაეტანო იმპარატოს » Footballnews იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა - რა ბედი ეწია გაეტანო იმპარატოს
გათიშვა

იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა - რა ბედი ეწია გაეტანო იმპარატოს

იტალიელმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას ციგანი უწოდა - რა ბედი ეწია გაეტანო იმპარატოს
2 დღის და 13 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ნეაპოლურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. 

Tuttonapoli-ს ცნობით, Canale 8-ზე გადაცემა Ne parliamo da Dimaro-ს პირდაპირ ეთერში, Gazetta Dello Sport-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, გაეტანო იმპარატომ სატრანსფერო ამბების განხილვისას ქართველ ფეხბურთელს შეუარწყოფა მიაყენა.

მან კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლის გამო სიტყვა "ციგანი" უწოდა.

როგორც იწერება, ამ განცხადებამ მაყურებელში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ნაპოლიმ“ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა, ხოლო ტელეკომპანია მას აღარასოდეს მიიწვევს.

ამ ამბების შემდეგ მან ბოდიში მოიხადა.

მან დაწერა, რომ სერიოზული დიალექტიკური შეცდომა დაუშვა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც გულშემატკივრები სამართლიანად მიიჩნევენ „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ არქიტექტორად, ეს განზრახ არ გაუკეთებია.

მან ბოდიში მოუხდა თავად კვარაცხელიას, მის ოჯახს და მთლიან საქართველოს.

ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან მეტად დაუკვირდება, თუ რას იტყვის.

FACEBOOK კომენტარები