საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.
ნიდერლანდულ მედიაში 38 წლის ქართველი ვეტერანის შესახებ ცნობები მოხშირდა.
იწერება, რომ კაშო შესაძლებელია თავის ყოფილ გუნდში, ვიტესში დაბრუნდეს.
ამ ეტაპზე ვიტესში არეული სიტუაციაა, მათ პროფესიანალური კლუბის სტატუსი გაუუქმეს, თუმცა დავა დღემდე მიმდინარეობს.