როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გალათასარაისთან მატჩში ალისონ ბეკერი ტრავმის გამო გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა.
გაირკვა, რომ ბრაზილიელი მეკარე სანაკრებო პაუზამდე დაბრუნებას ვერ მოასწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდას მინიმუმ 1 მატჩი ჩელსისთან სათამაშებელი ექნება.
შესაძლოა ქართველმა ამის გარდა კიდევ ბევრ სხვა მატჩშიც ითამაშოს - ყველაფერი ალისონის ტრავმაზეა დამოკიდებული.
ამ ვითარებას გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA ეხმაურება:
"გიორგი მამარდაშვილი ლივერპულს დაუბრუნდა. შესაძლოა უფრო ადრე, ვიდრე ელოდა, რადგან ქართველმა მეკარემ კარგად იცოდა, რომ თავიდან მეორე მეკარის სტატუსი ექნებოდა. ალისონ ბეკერის ჩრდილი საკმაოდ გრძელია, თუმცა მისი ტრავმის გამო ქართველს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა.
ქართველი მეკარე ლივერპულში ამ ზაფხულს გადავიდა, თუმცა კონტრაქტი 1 წლის წინ გააფორმა, თუმცა ვალენსიაში იჯარით დარჩა. ეს 25 წლის მეკარისთვის გამოწვევა იყო და არის. მან იცის, რომ ალისონი სიმბოლოა და მისი პრესტიჟის გამო, მისი ტახტიდან ჩამოგდება რთული ამოცანაა. მამარდაშვილი შანსს უნდა დალოდებოდა და ყველაფრით ესარგებლა. და ამის დროც დადგა.. ალისონმა ტრავმა მიიღო და გიორგი მზად არის.
ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ თითქმის წარმოუდგენელია. ჯერჯერობით მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგამდე მხოლოდ კარაბაოს თასზე შედგა. დებიუტი, რომელიც ყინულის გატეხვას ემსახურება, სანამ მოვლენების განვითარებას ელოდება და სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ მას მოულოდნელად ძალიან მაღალი დონის მატჩებში მოუწევს მონაწილეობა.
ახლა ყველაფერი მის პრემიერლიგაში დებიუტზე მიუთითებს. ის ამას ჩელსის წინააღმდეგ გააკეთებს, რადგან ალისონი გარკვეული დროით ვერ ითამაშებს. მან ყინული სულ რაღაც 10 დღეში გაარღვია და სამ სხვადასხვა შეჯიბრში ითამაშებს", - წერს მარკა. (წყარო: Crystalsport.ge)
ცნობისთვის, ლივერპულისა და ჩელსის მატჩი პრემიერ ლიგაში კვირას 20:30 საათზე გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ