"საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო" - რას წერენ ინგლისურ პრესაში "საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო" - რას წერენ ინგლისურ პრესაში » Footballnews "საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო" - რას წერენ ინგლისურ პრესაში
გათიშვა

"საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო" - რას წერენ ინგლისურ პრესაში

"საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო" - რას წერენ ინგლისურ პრესაში
11 საათის და 59 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.

ფურია როხამ ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ესპანელებმა ჯვაროსნები უშანსოდ დაამარცხეს.

მიუხედავადა ამისა, ჩვენი გუნდის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მაინც გამორჩეული იყო.

გიორგი არაერთხელ გვიხსნა გოლისგან და ასევე მან ფერნა ტორესს თავისივე აკიდებული პენალტიც აუღო.

აღსანიშნავია, რომ მამარდამ ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო შეფასება 7,1 დაიმსახურა.

ქართველის კარგ შეხვედრას ლივერპულთან დაახლოვებული საფეხბურთო გამოცემა, Rousing The Kop ეხმაურება:

"ალისონ ბეკერის ტრავმა ლივერპულის ფანებისთვის უსიამოვნო ამბავი გამოდგა, თუმცა, უკვე თამამად  შეგვიძლია ვთქვათ: გუნდში არის ფეხბურთელი, რომელსაც მისი სრულფასოვნად შეცვლა შეუძლია. ბრაზილიელმა გოლკიპერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაში გალათასარაისთან მატჩში მიიღო და როგორც სჩანს, კიდევ არაერთი კვირა იუქმებს, რადგანაც საქმე მუხლის მყესების დაზიანებასთან გვაქვს.

ის, თუ რა შეუძლია ალისონს, ყველას კარგად მოეხსენება და ცხადია, რომ მისი არყოფნა მაინც დანაკლისია, მაგრამ იმ კაცმა, რომელიც მას ცვლის, უკვე გვაჩვენა, რომ კარში თავს დიდებულად გრძნობს. როდესაც გიორგი მამარდაშვილი გალათასარაისთან მატჩში ჩაერთო, ნერვიულობა არ დატყობია და გოლიც არ გაუშვია. შემდეგ იყო ასევე დამაჯერებელი თამაში ჩელსისთან. მართალია, ლივერპულმა ის მატჩიც წააგო (1:2), თუმცა, გოლებში მეკარის ბრალეულობა არ ყოფილა.

საკლუბო მატჩებს უკვე სანაკრებო პაუზა მოჰყვა და მამარდაშვილმა ამ შემთხვევაშიც გაიბრწყინა. 25 წლის მეკარემ ესპანეთთან შეხვედრაში 2 გოლი გაუშვა, თუმცა, არაერთი სეივი ჰქონდა და ფერან ტორესს პენალტიც აუღო.

საქართველოს ნაკრების მეკარეს მალევე თურქეთის შეტევების გამკლავება მოუწევს, შემდეგ კი, მნიშვნელოვანი გამოცდა ელოს მანჩესტერ იუნაიტედთანაც, თუმცა, უკვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ მამარდაშვილის ის მოთამაშეა, რომელთა დაკავშირებითაც ლივერპულის ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ალისონის დაბრუნება რომც გადაიდოს, სანერვიულო ნაკლები უნდა იყოს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლივერპულმა ქართველი მეკარის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა, მერსისაიდელი გულშემატკივრების უმეტესობა ხვდებოდა, რომ ის კლუბის ღირსეული სათადარიგო მეკარე, მოგვიანებით კი, პირველი ნომერი გახდებოდა.

ცხადია, რომ ალისონი ლივერპულში დიდი ხანი აღარ დარჩება. მისი კონტრაქტის ვადა 2027 წელს იწურება, მყესების ტრავმის გამო კი, დანამდვილებიც ვერც იმას ვიტყვით, როგორი იქნება მისი ხელშეკრულების ბოლო სეზონი.

სწორედ ამიტომ შეარჩია კლუბმა მამარდაშვილი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ კივინ კელეჰერი ძალიან საიმედოდ თამაშობდა, ლივერპულელები მასში ალისონის სრულფასოვან შემცვლელს მაინც ვერ ხედავდნენ.

საერთო ჯამში, მამარდაშვილისთვის მერსისაიდული კარიერა იდეალურად დაიწყო. ქართველი გოლკიპერი სასტარტო შემადგენლობაში მალევე აღმოჩნდა და მისთვის ისიც კი არ იქნება არაკომფორტული, თუ ლივერპულის არადამაჯერებელი თამაში გაგრძელდება – ამ შემთხვევაში ხომ სამუშაოც ბევრი ექნება და თავის გამოჩენის შანსიც უფრო ხშირად მიეცემა".

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ