„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრის შემდეგ ბრიტანული მედია ორად გაიყო — ნაწილი თვლის, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩში უარყოფითად იმოქმედა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქართველ მეკარეს გოლებში ბრალი არ მიუძღვის.
თუმცა, ყოფილი ინგლისელი მეკარე ბენ ფოსტერი, ქართველი კარის დარაჯის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი.
მისი თქმით, მამარდაშვილმა ორივე გაშვებულ გოლში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ის ისეთ ზონაში მოხვდა, სადაც მოქმედებისთვის სივრცე აღარ ჰქონდა. მბიუმომ ბურთი მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და გიორგი უკვე რეაგირებისთვის მზად არ იყო. უბრალოდ პოზიციაზე უნდა დარჩენილიყო და იმ ბურთზე დროულად იმოქმედებდა. როცა სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ასეთ შეცდომებს უშვებ ხოლმე."
ფოსტერმა მეორე გოლის ეპიზოდზეც თავისი აზრი გამოთქვა:
„ალისონი ასეთ მომენტებში ყოველთვის თავდაჯერებულია, ზუსტად იცის, სად უნდა იდგეს. ფორმაში მყოფი მეკარე ასეთ სიტუაციებში გამოდის და ბურთს იგერიებს. მამარდაშვილმა ეს რისკი ვერ გასწია,“ — თქვა ფოსტერმა.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპული“ ამ დროისთვის რთულ პერიოდს გადის — გუნდმა ბოლო ოთხიდან სამი მატჩი პრემიერლიგაში წააგო, მათ შორის ყველაზე მტკივნეული მარცხი სწორედ „იუნაიტედთან“ იყო, რადგან „ენფილდზე“ მერსისაიდელებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ მარცხი მიღებული.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ