რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში სახალისო ჭორი გავრცელდა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ხელოვნურ ინტელექტს ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო შეაქმნევინა, სადაც ის ვითომ ამბობს, რომ მას ბებია სამხრეთ აფრიკელი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2026 წლის მუნდიალზე დიდი ალბათობით ვერ მოხვდება, ის სამხრეღთ აფრიკის ეროვნულ გუნდში განიხილავს თამაშს.
“ბებიაჩემი სამხრეთ აფრიკელია. მე მიყვარს სამხრეთ აფრიკა და მზად ვარ, ვითამაშო მისი სახელით მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებთან ურთიერთობა დავასრულე და თუკი სამხრეთ აფრიკაში მიმიწვევენ, მზად ვარ მის რიგებში ვითამაშო”, - “ამბობს” ხვიჩა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრული აბსურდია, თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ჭორი დაიჯერეს.
ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრმა განცხადება გააკეთა:
“ჩვენ ასეთი რაღაცები არ გვჭირდება, ჩვენ ჩვენი ფეხბურთელები გვყავს და იქ (მუნდიალზე) იმ მოთამაშეებთან ერთად უნდა წავიდეთ, ვინც ჩვენს ქვეყანას საგზური მოუპოვა”, - განაცხადა გეიტონ მაკკენზიმ (სპორტის მინისტრმა.
ასევე სამხრეთ აფრიკის ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელია ვიდეო თავის TikTok-ზე გააზიარა და ხუმრობით დააწერა: “როგორ იქნება მისი სახელი სამხრეთაფრიკულად?”.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ