ესპანელი აგენტი: „ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“ ესპანელი აგენტი: „ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“ » Footballnews ესპანელი აგენტი: „ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“
გათიშვა

ესპანელი აგენტი: „ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“

ესპანელი აგენტი: „ქართველები ნიჭიერები და წარმატებას მოწყურებულნი არიან“
1 დღის და 7 საათის წინ
გიორგი არახამია

ესპანელი ფეხბურთის აგენტი ანტონიო ლოპესი საქართველოში რამდენი წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა ქართველ ფეხბურთელებს და მათ ესპანურ კლუბებში გადასვლაში ეხმარებოდა.

ლოპესმა ამის შესახებ ესპანურ გამოცემა Ideas-თან ინტერვიუში ისაუბრა და აღინიშნა, რომ ქართულ ბაზარზე კიდევ რამდენიმე მოთამაშეა, რომლებიც უახლოეს მომავალში ესპანეთში გადაბარგდებიან.

ლოპესმა დეტალურად გაიხსენა გიორგი მამარდაშვილის და იური ტაბატაძის გზა ევროპაში:

„2020 წელს, როდესაც გიორგი „ლოკომოტივში“ ირიცხებოდა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ‘გრანადას’ შეხვდა. ეს მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა. 6 თვის განმავლობაში ის მხოლოდ 800 ევროს გამოიმუშავებდა. მანამდე რამდენიმე კლუბს შევთავაზე, მაგრამ დაინტერესება არ ყოფილა.“

ესპანელმა აგენტმა აღნიშნა, რომ ადრე ევროპაში ქართველებს ნაკლებად ენდობოდნენ და ხშირად ბრაზილიელები ან არგენტინელები ჰქონდათ პრიორიტეტული, თუმცა ქართული ფეხბურთი მკვეთრად ვითარდება და ქართველი მოთამაშეები ტექნიკურად ნიჭიერები, ფიზიკურად ძლიერი და გამარჯვების მენტალიტეტის მატარებლები არიან.

„ტაბატაძე 4 წლის წინ სხვადასხვა ესპანურ კლუბში შევთავაზე, თუმცა მაშინ ვერ დავარწმუნე, ახლა კი ‘კადისში’ თამაშობს და ყველასთვის ნათელია, როგორი ხარისხიანი ფეხბურთელია,“ — თქვა ლოპესმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან საზღვარგარეთ გადაბარგებისთვის, ბევრი არიან და ქართულ ბაზარს კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

ლოპესმა ასევე კომენტარი გააკეთა კვარაცხელიას შესახებაც და აღნიშნა, რომ მანაც დიდი ნიჭით გამორჩეული იყო, თუმცა მაშინ ბევრი ძლიერი ესპანური კლუბი მას ყურადღებას არ აქცევდა. 

„ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ტექნიკურები, შრომისმოყვარეები და განსაკუთრებით წარმატებისთვის მოწყურებულები. ისინი დაბალი ხელფასებით მოდიან და მოუთმენლად ელიან ევროპაში კარიერის გაგრძელებას,“ — თქვა მან.

როგორც ცნობილია, ანტონიო ლოპესი ევროპის რამდენიმე კლუბში საქართველოს სხვა მოთამაშეებიც წარუძღვა: ლუკა გაგნიძე, გიორგი ჯინჯოლავა და სხვა ნიჭიერი ახალგაზრდები.

FACEBOOK კომენტარები