გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებს – "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებს – "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი » Footballnews გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებს – "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი
გათიშვა

გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებს – "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი

გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას აგრძელებს – "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარი
1 დღის და 7 საათის წინ
გიორგი არახამია

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი, ხავი გარსია, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

გარსიამ აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძე სამედიცინო შტაბთან ერთად აქტიურად მუშაობს და რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. 

„გიორგი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დიდ სამუშაოს ასრულებს, თუმცა მისი დაბრუნებისთვის ჯერ კიდევ დროა საჭირო,“ – განაცხადა "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, დღეს „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „ვესტ ბრომვიჩს“ დაუპირისპირდება. ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში „უოტფორდს“ 10 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს და მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩი გასულ სეზონში, 5 აპრილს „ბრისტოლის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარა.

FACEBOOK კომენტარები