პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ბრენტფორდმა ლივერპულს უმასპინძლა.
წითლების კარში კვლავაც გიორგი მამარდაშვილი იდგა.
მერსესაიდელებმა პრემიერ ლიგაში გამარჯვება ისევ ვერ მოახერხეს. "ფუტკრებმა" ისინი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
ეს ლივერპულისთვის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო.
აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში მამარდას ბრალეულობა არ ყოფილა.
ქართველი მეკარის თამაშს სხვადასხვა ინგლისური გამოცემები აფასებენ:
Liverpool echo – 6 ქულა: "ბრენტფორდის გოლებში ბევრი ვერაფერი გააკეთა, ხოლო შორი მანძილიდან რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა".
Liverpool.com – 5 ქულა: "ფეხით თამაში უჭირდა და შადეს დარტყმის შემდეგ ბურთს ბადეში შესვლის უფლება მისცა. თუმცა, მან ორი შესანიშნავი სეივი გააკეთა და მიკელ დამსგორს გოლის გატანის საშუალება არ მისცა".
This is anfield – 6 ქულა: "უცნაური ნაზავია: ყოველ წუთს მისი თავდაჯერება იზრდება ლივერპულის პირველი მეკარის როლში, მაგრამ ამავდროულად გოლებსაც უშვებს, რადგან დაცვის სისტემა არასტაბილურია. მას უკვე საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ თანაგუნდელებს ბრძანებები მისცეს და დათვივით ღრიალებდა, როდესაც მე-40 წუთზე მიკელ დამსგორის შორეული დარტყმა ბრწყინვალედ მოიგერია".
Goal – 5 ქულა: "ისევ ტრავმირებული ალისონის ნაცვლად ითამაშა. პირველი ტაიმის ბოლოს დამსგორის წინააღმდეგ შთამბეჭდავი სეივი ჰქონდა. ბრენტფორდის გოლებში ვერაფერი გააკეთა. ის ჯერ კიდევ ელოდება "წითლების" რიგებში პირველ მშრალ კარს".
წყარო: Betsson.sport
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
