ფასი ცნობილია - რა თანხის სანაცვლოდ შეელევა შტურმი კიტეიშვილს ფასი ცნობილია - რა თანხის სანაცვლოდ შეელევა შტურმი კიტეიშვილს » Footballnews ფასი ცნობილია - რა თანხის სანაცვლოდ შეელევა შტურმი კიტეიშვილს
გათიშვა

ფასი ცნობილია - რა თანხის სანაცვლოდ შეელევა შტურმი კიტეიშვილს

ფასი ცნობილია - რა თანხის სანაცვლოდ შეელევა შტურმი კიტეიშვილს
1 დღის და 18 საათის წინ
გიორგი სოხაძე

გასულ კვირაში იტალიურ მედიაში ოთარ კიტეიშვილის შესახებ რამდენიმე ცნობა გავრცელდა.

გამოცემა, Calcioline იუწყება, რომ ტორინო ქართველი ნახევარმცველის ყიდვით დაინტერესებულია.

როგორც ცნობილია, მათ სურთ, რომ კიტეიშვილი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიძინონ.

"ტორინოს შემადგენლობის განახლება სჭირდება და ოთარ კიტეიშვილი შესაძლოა იმ კანდიდატებს შორის იყოს, რომელთა დამატებას ტურინელები ეცდებიან. 

29 წლის ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ტორინოსთვის იდეალური ვარიანტია. სპორტულმა დირექტორმა დავიდე ვანიატიმ, რომელიც მუდმივად ეძებს პოტენციურ ტრანსფერებს, შეიძლება ფეხბურთელი შტურმიდან 5 მილიონ ევროზე ნაკლებად წაიყვანოს.

მისი კონტრაქტი ავსტრიულ კლუბთან 2027 წლის ივნისში იწურება, რის გამოც, შეიძლება ფასი უფრო დაბალიც იყოს. კიტეიშვილი შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ასევე შეუძლია ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში", - წერს გამოცემა.

FACEBOOK კომენტარები