პოლ სქოულზმა მამარდაშვილი გააკრიტიკა: "ცუდი მეკარე არ არის, მაგრამ..." პოლ სქოულზმა მამარდაშვილი გააკრიტიკა: "ცუდი მეკარე არ არის, მაგრამ..." » Footballnews პოლ სქოულზმა მამარდაშვილი გააკრიტიკა: "ცუდი მეკარე არ არის, მაგრამ..."
გათიშვა

პოლ სქოულზმა მამარდაშვილი გააკრიტიკა: "ცუდი მეკარე არ არის, მაგრამ..."

პოლ სქოულზმა მამარდაშვილი გააკრიტიკა: "ცუდი მეკარე არ არის, მაგრამ..."
20 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ყველა კარგად ხედავს, რომ 2025/26 წლების სეზონს ლივერპული ცუდად იწყებს.

სამწუხაროდ მერსესაიდული კლუბის ეს ჩავარდნა ცუდად დაემთხვა გიორგი მამარდაშვილის მისვლას.

ქართველი კიპერის შესახებ ბრიტანულ პრესაში აზრი ორად გაიყო - ზოგი აკრიტიკებს მას, ზოგი კი მის მხარეს იჭერს.

გიორგისთან დაკავშირებით მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ მეკარის არყოფნა დიდი დანაკლისია. გვინახავს, თუ როგორი მნიშვნელოვნები არიან კიპერები. ალისონი გუნდს აკლია. იმას არ ვიძახი, რომ ეს მეკარე (მამარდაშვილი) ცუდად თამაშობს. მაგრამ ყველა დარტყმულზე ისე შეგრძნება მაქვს, თითქოს, გოლი გავა. ეს კარგი არ არის", -განაცხადა ინგლისელმა.

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი, სტივ ნიკოლი კი მამარდას აქებს:

“თუ არნე სლოტი ხარ, უბრალოდ იძულებული ხარ, რომ ცვლილებები გააკეთო. ამ ქაოსის ნაწილი მის მიერ არის გამოწვეული. თამაშის ბოლოს, როცა აგებენ, ისინი როგორც სკოლის მოსწავლეები ისე გამოიყურებიან. სობოსლაიმ ერთ მატჩში სამ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა! მაგრამ სლოტს სხვა გზა არ აქვს, რადგან არავინ გამოიყურება კარგად, გარდა სობოსლაისა და მამარდაშვილისა”.

რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველამ ვიცით მამარდაშვილის შესაძლებლობები და გვჯერა, რომ დროის გასვლასთან ერთად ქართველი ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდება.

FACEBOOK კომენტარები