"თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე..." - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაშვილზე "თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე..." - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაშვილზე » Footballnews "თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე..." - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაშვილზე
გათიშვა

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე..." - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაშვილზე

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე..." - ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი მამარდაშვილზე
20 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ყველა კარგად ხედავს, რომ 2025/26 წლების სეზონს ლივერპული ცუდად იწყებს.

სამწუხაროდ მერსესაიდული კლუბის ეს ჩავარდნა ცუდად დაემთხვა გიორგი მამარდაშვილის მისვლას.

ქართველი კიპერის შესახებ ბრიტანულ პრესაში აზრი ორად გაიყო - ზოგი აკრიტიკებს მას, ზოგი კი მის მხარეს იჭერს.

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ოლდრიჯმა ბრენტფორდთან მარცხის შემდეგ გიორგის შესახებ ისაუბრა:

"თვალებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დავინახე როგორ გაუკეთა რამდენიმე გადაცემა მამარდაშვილმა კონორ ბრედლის სახიფათო ზონაში, რასაც პირველივე წუთებში „ბრენტფორდის“ მხრიდან ხიფათი და გოლი მოჰყვა.

მამარდაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ ასეთ პასებს „ბრენტფორდის“ მხრიდან ხიფათი მოყვებოდა და არ იქნებოდა სამარცხვინო, თუ ბურთის შენარჩუნებების მაგივრად ბურთს შორს გადააგდებდა და ამით რთულ სიტუაციებს აირიდებდა. ეს ძალიან გულუბრყვილო და გამაოგნებელი იყო.“

FACEBOOK კომენტარები