ზივიზვაძე VS გოჩოლეიშვილი - დღეს გერმანიაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ზივიზვაძე VS გოჩოლეიშვილი - დღეს გერმანიაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან » Footballnews ზივიზვაძე VS გოჩოლეიშვილი - დღეს გერმანიაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
გათიშვა

ზივიზვაძე VS გოჩოლეიშვილი - დღეს გერმანიაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

ზივიზვაძე VS გოჩოლეიშვილი - დღეს გერმანიაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
20 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

გერმანიის თასის, DFB Pokalის 1/16-ფინალში ერთმანეთს ჰაიდენჰაიმი და ჰამბურგი დაუპირისპირდებიან.

მატჩი დღეს, თბილისის დროთ 21:30 საათზე დაიწყება.

ჩვენთვის ეს მატჩი განსაკუთრებულია, რადგან ბუნდესლიგაში მყოფი ორი ქართველი ერთმანეთს უპირისპირდება.

ბუდუ ზივზივაძე გიორგი გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ.

ბუდუ დორტმუნდთან მიღებული 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და 2 შეხვედრაში მონაწილეობა უკვე მიიღო.

რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მოგეხსენებათ, მან ვარჯიშზე ტრავმი მიიღო და სახეზე 6 ნაკერი დაადეს.

პრესაში ვარაუდობენ, რომ გიორგი ამ მატჩის განაცხადში იქნება და თუ თამაშში ჩართავენ, ის ნიღბით გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირაა გოჩოლეიშვილი ნიღბით ვარჯიშობს და უკვე შეჩვეულია.

FACEBOOK კომენტარები