მამარდაშვილი ლივერპულის შემდეგ თამაშში არ იქნება! - მიზეზი ცნობილია მამარდაშვილი ლივერპულის შემდეგ თამაშში არ იქნება! - მიზეზი ცნობილია » Footballnews მამარდაშვილი ლივერპულის შემდეგ თამაშში არ იქნება! - მიზეზი ცნობილია
გათიშვა

მამარდაშვილი ლივერპულის შემდეგ თამაშში არ იქნება! - მიზეზი ცნობილია

მამარდაშვილი ლივერპულის შემდეგ თამაშში არ იქნება! - მიზეზი ცნობილია
1 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

ზედიზედ 4 პრემიერ ლიგური მარცხის შემდეგ, ლივერპული EFL Cup-ის 1/8-ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება.

29 ოქტომბერს, 23:45 საათზე მერსესაიდელები ლონდონელებს ენფილდზე უმასპინძლებენ.

უდიდესი ალბათობით, ამ მატჩში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი არ დაიცავს, ვინაიდან ალისონ ბეკერის ტრავმის გამო ახლა ის პირველი მეკარის სტატუსით სარგებლობს და ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში მისი დასვენებაა საჭირო.

ინგლისურ მედიაში ვარაუდობენ, რომ არწივებთან  ლივერპულის კარს 28 წლის ინგლისელი ფრედერიკ ვუდმანი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ EFL Cup-ის 1/16-ფინალში საუთჰემპტონთან მამარდამ ლივერპულის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

FACEBOOK კომენტარები