"პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი "პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი » Footballnews "პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი
გათიშვა

"პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი

"პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს" - უდინეზეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი
13 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

სერია ა-ს მეცხრე ტურში საბა გოგლიჩიძის უდინეზე იუვენტუსთან ანგარიშით 3:1 დაამრცხდა.

ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ითამაშა.

სამწუხაროდ, საბას ცუდი მატჩი გამოუვიდა. მან ორი პენალტი აიკიდა და გოლშიც მიუძღვის გარკვეული ბრალეუოლბა.

მატჩის შემდეგ უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა ქართველზე ისაუბრა:

“პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი სტაბილურად გამოიყურებოდა და კარგად ასრულებდა სათამაშო გეგმას. ვიცოდით, რომ იუვენტუსი წნეხში მოგვაქცევდა. მათ ორჯერ პენალტიდან გაგვიტანეს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ხელიდან გავუშვით ქულის მოპოვების შანსი და არ მომწონს ანგარიში 1:3. ვცდილობდით, მაქსიმუმი მიგვეღო, მაგრამ შინ ქულის გარეშე ვბრუნდებით. იუვენტუსს კი ვულოცავ გამარჯვებას.

ვნახე მატჩის ვიდეოჩანაწერი… პირველი პენალტის ეპიზოდში ვლაჰოვიჩიც იჭერდა გოგლიჩიძეს, მისი რეაქცია კი ნელი იყო. მომწონს VAR-ი და პატივი უნდა ვცეთ მსაჯების მუშაობას, თუმცა, რომ არა ის ორი პენალტი, იქნებ ფრესთვისაც მიგვეღწია. ვინ იცის?”, - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

FACEBOOK კომენტარები