"ქოჩორაშვილი 18 წლის ტალანტმა ჩაანაცვლა" - რას წერს პორტუგალიური მედია ქართველზე "ქოჩორაშვილი 18 წლის ტალანტმა ჩაანაცვლა" - რას წერს პორტუგალიური მედია ქართველზე » Footballnews "ქოჩორაშვილი 18 წლის ტალანტმა ჩაანაცვლა" - რას წერს პორტუგალიური მედია ქართველზე
გათიშვა

"ქოჩორაშვილი 18 წლის ტალანტმა ჩაანაცვლა" - რას წერს პორტუგალიური მედია ქართველზე

"ქოჩორაშვილი 18 წლის ტალანტმა ჩაანაცვლა" - რას წერს პორტუგალიური მედია ქართველზე
5 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე

გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონური კარიერა ჯერ-ჯერობით ისე არ მიდის, როგორც ჩვენს გვსურს.

ქართველი სპორტინგი ლევანტედან გასულ ზაფხულს გადაბარგდა და, რა საკვირველია, ეს წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა.

ქოჩორა სეზონის დასაწყისში შედარებით მეტ სათამაშო დროს იღებდა ახლა კი ვითარება შეიცვალა.

გიორგის უშუალო კონკურენტად იაპონელი ჰიდემასა მორიტა განიხილებოდა, თუმცა პორტუგალიელი აღფრთოვანებულები არიან ახალგაზრდა ჟოაო სიმოეშით, რომელიც ახლა ძირითადის ფეხბურთელად განიხილება.

გამოცემა A BOLA შექმნილ ვითარებაზე წერს:

“სპორტინგის ნახევარდაცვის იერარქიაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გადაწყვეტილება მიღებულია. ახალგაზრდა ნახევარმცველი (ჟოაო სიმოეშს) ქოჩორაშვილს მესამე პოზიციაზე აჩოჩებს და სასტარტოში ადგილისთვის ბრძოლას მორიტასთან აჩაღებს.

ამის პირველი ნიშნები ბოლო კვირებში გაჩნდა, ვარჯიშებსა და მატჩებში კი ნათლად გამოიკვეთა, რომ ჟოაო სიმოეში გუნდის ნახევარდაცვის იერარქიაში გაცილებით მაღალ პოზიციაზე ინაცვლებს. თუკი სეზონის დასაწყისში უპირობო მორიტას და ახალწვეული ქოჩორაშვილის ჩრდილში უწევდა ყოფნა, ჩემპიონატის ბოლო ტურში ტონდელასთან შეხვედრაში (3:0) ახალგაზრდა “ლომმა” პირველად ითამაშა სასტარტოში და შესაძლოა, სწორედ ეს მატჩი აღმოჩნდა გადამწყვეტი. 

ჟოაო სიმოეში არათუ ჯობნის ქოჩორაშვილს, რომელიც ახლა უკვე მესამე პოზიციაზეა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის კონკურენციაში მორიტასთან შედის. მეტიც, 18 წლის ნახევარმცველი უკვე იაპონელზე წინაც იმყოფება, რომელსაც კონტრაქტი ეწურება და მისი გაგრძელება არ იგეგმება.

სპორტინგის მწვრთნელის აზრით, ჟოაო სიმოეში მოედნის ცენტრს გაცილებით ფართოდ მოიცავს და ავლენს მეტ ინტენსივობას, რაც თავისუფალი მოქმედებებისთვის ხელფეხს უხსნის იულმანს და უზრდის ამ უკანასკნელს მოქმედების არეალს. ეს მოდელი კიდევ ერთხელ ამ პარასკევს იმუშავებს - ალვერკასთან ზედიზედ მეორედ გასამართ შეხვედრაში”, - წერს გამოცემა.

FACEBOOK კომენტარები