კლოზემ ლოჩოშვილი საჯაროდ დაიცვა - "ის ჩვენს კაპიტანს სჯობია და ითამაშებს კიდეც" კლოზემ ლოჩოშვილი საჯაროდ დაიცვა - "ის ჩვენს კაპიტანს სჯობია და ითამაშებს კიდეც" » Footballnews კლოზემ ლოჩოშვილი საჯაროდ დაიცვა - "ის ჩვენს კაპიტანს სჯობია და ითამაშებს კიდეც"
გათიშვა

კლოზემ ლოჩოშვილი საჯაროდ დაიცვა - "ის ჩვენს კაპიტანს სჯობია და ითამაშებს კიდეც"

კლოზემ ლოჩოშვილი საჯაროდ დაიცვა - "ის ჩვენს კაპიტანს სჯობია და ითამაშებს კიდეც"
4 დღის და 18 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ნიუნბერგის მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მიროსლავ კლოზე ლუკა ლოჩოშვილს დიდ ნდობას უცხადებს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა ყველა მატჩი (11) სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

კლოზე გუნდის პირველ კაპიტან, რობენ კნოხეს არ ათამაშებს, რაც მედიაში დიდი განხილვის საგანია.

გერმანელმა სპეციალისტმა არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"ვიცით კნოხეს შესაძლებლობები, თუ რა შეუძლია გუნდს მოუტანოს, მაგრამ ახლა მის წინ ორი ფეხბურთელია, ფაბიო გრუბერი და ლუკა ლოჩოშვილი. ისინი უბრალოდ მასზე უკეთესები არიან და ეს ფაქტია’’, - განაცხადა კლოზემ.

ბოლო მატჩებში ნიუნბერგი 3 ცენტრალური მცველიდან 2-მცველიან ტაქტიკაზე გადაეწყო, რამაც კნოხეს თადარიგში გადასვლა გამოიწვია.

დაცვის ცენტრს კი ლოჩოშვილთან ერთად გრუბერი ამაგრებს.

FACEBOOK კომენტარები