"ბევრი იბრძოლა, კარგი მატჩი ჰქონდა" - ფრანგულმა პრესამ ხვიჩას თამაში შეაფასა "ბევრი იბრძოლა, კარგი მატჩი ჰქონდა" - ფრანგულმა პრესამ ხვიჩას თამაში შეაფასა » Footballnews "ბევრი იბრძოლა, კარგი მატჩი ჰქონდა" - ფრანგულმა პრესამ ხვიჩას თამაში შეაფასა
გათიშვა

"ბევრი იბრძოლა, კარგი მატჩი ჰქონდა" - ფრანგულმა პრესამ ხვიჩას თამაში შეაფასა

"ბევრი იბრძოლა, კარგი მატჩი ჰქონდა" - ფრანგულმა პრესამ ხვიჩას თამაში შეაფასა
2 დღის და 6 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ლიგა 1-ის მიმდინარე ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნიცა გონსალუ რამოშის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1:0 დამაარცხა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.

გარდა ამისა, ქართველს ვინგერს აქტიური თამაში ჰქონდა და პარიზელთა რიგებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ფრანგული პრესა ხვიჩას თამაშს აფასებს:

Maxifoot – 6 ქულა: "პირველ ტაიმში დიდი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა მეტოქის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში ნიცას დაცვას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა. რაც მთავარია, მატჩის ერთადერთ გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა".

Culturepsg – 5 ქულა: "მისი შეხება ბოლოს გადამწყვეტი იყო. ბევრი იბრძოლა, მაგრამ დუელებში ისევ უჭირს".

Foot Mercato – 7.5 ქულა: "პირველ ტაიმში რამდენჯერმე აწამა მელვინ ბარდი. ტემპის ცვლილებები, ის იყო ნაპერწკალი, რომელიც პსჟ-ს შეტევებს აღვიძებდა. ნიცას მცველებიც ხშირად ფეხდაფეხ დაყვებოდნენ. მან შესანიშნავად ითამაშა კუთხურიდან ლის ჩაწოდების შემდეგ, როდესაც რამოშმა გაიტანა".

Tribuna.com – 7 ქულა: "გადამწყვეტი თავით პასით, რასაც გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგზე ითამაშა, პირველი ტაიმი კი იმედგაცრუების მომგვრელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. თუმცა, მეორე ნახევარში კატალიზატორის როლი იდეალურად შეასრულა. მისი საუკეთესო მატჩი სეზონში, ჯერჯერობით".

წყარო: Betsson.sport

FACEBOOK კომენტარები