დასახელდა პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი დასახელდა პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი » Footballnews დასახელდა პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი
გათიშვა

დასახელდა პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი

დასახელდა პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე - რომელ ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი
17 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ბრიტანულმა საფეხბურთო გამოცემა, GiveMeSport-მა პრემიერ ლიგის ტოპ 20 საუკეთესო მეკარე დაასახელა.

სასიხარულოა, რომ ამ სიაში ლივერპულის ქართველი კიპერი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

მამარდა სიაში მე-15 პოზიციას იკავებს:

"ლივერპულს ძალიან გაუმართლა, რომ ბოლო წლებია მის კარს ალისონ ბეკერი იცავს, თუმცა ბრაზილიელ გოლკიპერს ასაკი ემატება. დრო თავისას შვრება და ამის მაგალითია ის ტრავმები, რომლებიც მან ბოლო სეზონებში მიიღო. „წითლებს“ მისი მემკვიდრე სჭირდებოდათ, და 2024 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ გიორგი მამარდაშვილის გაფორმება გადაწყვიტა.

მამარდაშვილი „ვალენსიადან“ იყიდეს და ერთი სეზონით „მესტალიაზე“ დატოვეს, სადაც 34 შეხვედრაში კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. ბოლო კვირებში ალისონის ტრავმამ ქართველ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი მისცა. მართალია, „წითლებს“ პრობლემები აქვთ, მაგრამ მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა და საფუძველი მოგვცა ვიფიქროთ, რომ მას შეუძლია გაიბრწყინოს, როდესაც პირველი მეკარე გახდება“, - წერს GiveMeSport მამარდაზე.

გიორგის წინ მყოფთა სია ასე გამოიყურება:

ბარტ ვერბრიუგენი (მე-14), სენე ლამენსი (მე-13), რობინ როეფსი (მე-12), რობერტ სანჩესი (მე-11), ნიკ პოუპი (მე-10), მატზ სელსი (მე-9), ბერნდ ლენო (მე-8), გულიელმო ვიკარიო (მე-7), ემილიანო მარტინესი (მე-6), დინ ჰენდერსონი (მე-5), ჯორდან პიკფორდი (მე-4), ჯანლუიჯი დონარუმა (მე-3), დავიდ რაია (მე-2) და ალისონ ბეკერი (1-ელი).

FACEBOOK კომენტარები