გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ GiveMeSport-მა 2025 წლის მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საერთაშორისო აღიარება, თამაშზე ზეგავლენა და ინდივიდუალური სტატისტიკა.
პირველ ადგილს კილიან მბაპე იკავებს „რეალი“, მეორე პოზიციაზეა „ბარსელონას“ ტალანტი ლამინ იამალი, ხოლო სამეულს ასრულებს „ბაიერნის“ ლიდერი ჰარი კეინი.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ერლინგ ჰოლანდი, პედრი, უსმან დემბელე, ვიტინია, რობერტ ლევანდოვსკი, ჯუდ ბელინგემი და მოჰამედ სალაჰი.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ამჟამად პსჟ-ში ასპარეზობს, სიაში 24-ე ადგილზეა.
GiveMeSport წერს, რომ კვარაცხელია ერთ-ერთი იმ ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ევროპის საუკეთესო მცველებსაც კი აშინებთ:
„ხვიჩა საოცრად აერთიანებს ფიზიკურ ძალას, სისწრაფესა და ტექნიკას. მისი გავლენა თამაშზე გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ გოლებისა და ასისტების რაოდენობა აჩვენებს. "
"ის ბურთით თავდაჯერებულია და ყოველთვის პირდაპირი თამაშისკენ მიისწრაფის — ნამდვილი ტკივილია ნებისმიერი დაცვისთვის.“
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა შემტევმა გასულ სეზონში 12 გოლი და 9 ასისტი მიითვალა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ დონეს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
