სერია ა-ს მე-5 ტურში მილანური დერბის გაიმართა.
მატეო გაბიას 89-ე წუთზე გატანილი გოლით "მილანმა" "ინტერი" დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ეს შედეგი კარგია ხვიჩა კვარაცხელიასთვის და "ნაპოლისთვის", რადგანაც "ინტერი" "როსონერიზე" მეტად ითვლება მათ კონკურენტად.
"ნერაძური" გამარჯვების შემთვევაში "პარტენოპეის" ასწრებდა, თუმცა 8 ქულაზე დარჩნენ.
"მილანმა" კი 3 ქული მოპოვებით ჯამში 8 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადავიდა.
აქვე გეტყვით, "ნაპოლი" ამჟამად სერია ა-ში მეორე პოზიციას 10 ქულით იკავებს.
საჩემპიონო შანსებზე საუბარი, რა საკვირველია, ადრეა, თუმცა გაძლიერებული "ნაპოლი" პირველი 5 ტურის შემდეგ საკმაოდ კარგად გამოიყურება.