როგორც მოგეხსენებათ, საქართველოდ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მოხვდა.
ამ დიდ გამარჯვებაში ლომის წვლილი გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ბრწყინვალედ იასპარეზა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, გრემ ბაილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” მამარდაშვილის შეძენას გეგმავს.
ლონდონური გუნდი მამარდაშვილის ბრწყინვალე პერფორმანსების შემდეგ განსაკუთრებულად გააქტიურდა.
ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt გიორგის 35 მილიონ ევროდ აფასებს.