მამადუ სახოს ქუთაისის "ტორპედოში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ქართულმა კლუბმა ფრანგი მცველი 13 ივნისს წარადგინა და მასთან კონტრაქტიც გააფორმა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 34 წლის გამოცდილი ფეხბურთლის სატრანსფერო ფასი 800 ათას ევროს შეადგენს, თუმცა ის გუნდში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე არაა.
კერძოდ, "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, ქუთაისელთა რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გიორგი არაბიძეა, რომლის ფასიც 900 ათას ევროს უდრის.
აქვე გეტყვით, რომ სახომ "ტორპედოსთან" 1+1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.