• 07-06-2023
    ოფიციალურად: ლეო მესი "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
    ოფიციალურად: ლეო მესი "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    35 წლის არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.

    "ბარსელონაში" არ დავბრუნდები. "ინტერ მაიამიში" მივდივარ.

    მაიამიში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი 100%-ით დასრულებული არაა და რაღაც დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა, ნუ, გადავწყვიტეთ, რომ თავგადასავალი იქ განვაგრძოთ.

    სიმართლე ისაა, რომ შეთავაზებები სხვა ევროპული კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ "ბარსელონაში" მსურდა თამაში," - უთხრა ლეომ SPORT-ს.

    შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დამატება "ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაადასტურა. ლეო ფლორიდულ კლუბს თავისუფალი აგენტი სტატუსით უერთდება.

    ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა "ინტერ მაიამიმაც".

    ტეგები:
    Facebook კომენტარები