• 26-09-2023
    მორიგი დარტყმა "ნაპოლის" - კლუბს ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდა
    მორიგი დარტყმა "ნაპოლის" - კლუბს ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" პრობლემები არ ელევა - სეზონის არცთუისე კარგ სტარტთან ერთად კლუბს მორიგი ფეხბურთელი დაემტვრა.

    იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარტენოპეის" ცენტრალურმა მცველმა, ჟუან ჟეზუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

    როგორც ირკვევა, ბრაზილიელი მოთამაშე კლუბს დაახლოებით 1 თვე გამოაკლდება და მინდორს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

    ასევე ტრავმირებულია ამირ რაჰმანი, რომელიც ლაზარეთში დაახლოებით 3 კვირა იქნება.

    ასე და ამგვარად, რუდი გარსიასა და "ნაპოლის" პრობლემები ბევრი აქვს.

    Facebook კომენტარები