• 10-11-2023
    PHOTO: ქართველებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი! - “ლივერპულის” მოთამაშეს მანქანაში ქართული სიმღერა ჰქონდა ჩართული
    PHOTO: ქართველებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი! - “ლივერპულის” მოთამაშეს მანქანაში ქართული სიმღერა ჰქონდა ჩართული

    როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში “ლივერპულს” სათავეში ახალგაზრდა შუახაზელი, დომინიკ სობოსლაი დაემატა.

    23 წლოს ფეხბურთელი “მერსისაიდელების” ერთ-ერთ ლიდერად და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გამორჩეულ შენაძენად იქცა.

    ახალგაზრდა მოთამაშემ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი.

    სობოსლაიმ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც მას საკუთარ მანქანაში აჭარული განდაგანა აქვს ჩართული, რამაც ცხადია, ქართველი გულშემატკივრების განცვიფრება გამოიწვია.

    ცნობისთვის, სობოსლაიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები