• 27-10-2023
    მორიგი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    მორიგი აღიარება! - ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში შინ “უნიონ ბერლინს” ესტუმრა და ანგარიშით 0:3 იმარჯვა.

    აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩოს საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

    საგულისხმოა, რომ ხვიჩამ აღნიშნულ მატჩში ნაჩვენები პერფორმანსის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოიპოვა ადგილი.

    ცნობისთვის, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები