03-12-2022

ანხელ დი მარია სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” დატოვებს

ავტორი
ცნობილმა და გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ტურინის "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი ცნობები გაავრცელა.
ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელსაც დი მარციო წერს, ანხელ დი მარიას ეხება, რომელიც "ბებერ ქალბატონს" მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა.
ჟურნალისტის ცნობით, არგენტინელი შემტევი დიდი ალბათობით "ბიანკონერის" სეზონის ბოლოს დატოვებს და ამის რისკი საკმაოდ დიდია.
ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, ის ფაქტი იქნება, რომ ანხელი ტურინულ გრანდში ტრავმიანობს და გუნდის დახმარებას პრაქტიკულად ვერ ახერხებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები