• 15-02-2023
    რომერო: "სახლში ყველაფრის შემოტრიალება შეგვიძლია"
    რომერო: "სახლში ყველაფრის შემოტრიალება შეგვიძლია"
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "მილანთან" წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ბრაჰიმ დიასმა შეაგდო.


    "დეზები" მთელი შეხვედრის განმავლობაში უფერულად გამოიყურებოდნენ და "როსონერის" კართან რეალურ ხიფათს ვერ ქმნიდნენ. "მილანს" კი გაცილებით დიდი სხვაობით მოგებაც შეეძლო, თუმცა შარლ დე კეტელაერემ და მალიკ ტიაუმ ხელსაყრელი შანსები ვერ გამოიყენეს.


    მიუხედავად "სან სიროზე" ნაჩვენები კატასტროფული თამაშისა, "ტოტენჰემის" არგენტინელ მცველს, კრისტიან რომეროს სჯერა, რომ მის გუნდს მეოთხედფინალში გასვლა შეუძლია.


    "ჩვენ რთული დროება გვიდგას, თავისი აღმავალი და დაღმავალი მომენტებით. გვაკლია გუნდური სიმყარეც. 


    იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და სახლში ყველაფრის შემოტრიალება შეგვიძლია," - თქვა კრისტიანმა.


    სხვათა შორის, "მილანის" გოლი სწორედ რომეროს შეცდომას მოჰყვა. არგენტინელმა უკანახაზელმა ტეო ერნანდესთან დუელი პირწმინდად წააგო.


    აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 8 მარტს შედგება და მას "ტოტენჰემ სთედიუმი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები