• VIDEO: “გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

    22-03-2024
    VIDEO: “გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის
    Aa

    “გადამყიდველებო, ხედავთ ამ ბავშვებს? იქნებ ოდესმე მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას…“ - “დინამო არენასთან“ მატჩის დაწყებამდე 5 საათით ადრე გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის.

    “ეს ბავშვები შორიდან დავინახე. ვგიჟდები მე ამათ ფეხბურთისადმი სიყვარულზე. სკოლიდან დაღლილები მოდიოდნენ და იმის ნაცვლად, სახლში გაქცეულიყვნენ, დინამოსთან მოვიდნენ რამდენიმე საათით ადრე და მზად იყვნენ იქვე დაეცადათ, რა გზა არ ეძებეს, რა არ იფიქრეს… წამოსვლაზეც კი დაფიქრდნენ წამიერად, თუმცა თეთრქურთუკიანმა იხტიბარი არ გაიტეხა და იმედი მაქვს, ისიამოვნეს ამ თამაშის სიხარულით!

    გადამყიდველებო, ვისაც მართლა უნდოდა ამ მატჩზე დასწრება და ბილეთებს ცეცხლის ფასი დაადეთ, ხედავთ ამ ბავშვებს? შეინახეთ ახლა ეგ ბილეთები და დიდხანს უცქირეთ, იქნებ ოდესმე მაინც მიხვდეთ, რა მოჰყვება ხოლმე ასე გაღორებას… ბავშვებო, უსაყვარლესები ხართ“ - ავრცელებს ვიდეოს დაჯი ლაპიაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ფინალში საბერძნეთს 26 მარტს შეხვდება.

    Facebook კომენტარები