

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ხანია, რაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, მოედანი დასრულებულ სახეს მიმდინარე წლის ბოლო მიიღებს.
2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, "სამეფო გუნდმა" "ბერნაბეუს" მინდვრის საფარი მთლიანად შეცვალა, რა დროსაც მადრიდელები დიდ პრობლემას წააწყდნენ.
ესპანური პრესა წერს, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი ბალახი ესპანეთის ბუნებრივ პირობებსა და კლიმასტს ვერ შეეჩვია, რის გამოც მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
მსოფლიო ჩეპიონატის მიმდინარეობისას "თეთრებმა" მინდვრის საფარი კიდევ ერთხელ გამოცვალეს, თუმცა როგორც "Relevo" წერს, მადრიდელებს არც ასეთი ბალახი არ მოსწონთ.
ასე და ამგვარად, შესაძლებელია, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას "რეალის" საშიანო არენაზე მოედნის საფარის მესამეჯერ შეცვლა გახდეს საჭირო.