• 16-06-2023
    ტურამისთვის ბრძოლაში "ლაიფციგი" ჩაერთო
    ტურამისთვის ბრძოლაში "ლაიფციგი" ჩაერთო
    Author of the article
    Aa

    მარკუს ტურამისთვის ბრძოლაში "რედ ბულ ლაიფციგი" ჩაერთო, - იუწყება Sky Sport Germany.

    ფრანგი თავდამსხმელი პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება. "წითელი ხარები" მზად არიან, რომ კონტრაქტზე ხელმოწერის სანაცვლოდ, ტურამს 10 მილიონი ევრო გადაუხადონ. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც კი გამოდგეს.

    25 წლის ფორვარდით დაინტერესებულნი არიან "მილანი" და "პარი სენ-ჟერმენიც".

    "როსონერი" მარკუსს სეზონში 4.5 მილიონი ევროს ანაზღაურებასა და ბონუსებს სთავაზობს, "პსჟ-ს" წინადადება კი 6-მილიონიან ხელფასსა და ხელმოწერის ბონუსს გულისხმობს.

    ტურამს აკვირდებოდა "ინტერიც", მაგრამ "ნერაძურის" ინტერესი ინტერესად დარჩა, რამეთუ კლუბს აგენტის მიერ წამოყენებული ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

    მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" მაისური მარკუსმა გასული სეზონის 32 მატჩში მოირგო, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები