• 08-07-2023
    "ინტერი" ლუკაკუში 30 მილიონს ჩამოვიდა - "ჩელსის" პასუხი
    "ინტერი" ლუკაკუში 30 მილიონს ჩამოვიდა - "ჩელსის" პასუხი
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერმა" ლონდონის "ჩელსის" რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა "არისტოკრატებმა" ეს წინადადება უარით გაისტუმრეს.

    ჯეიკონ სტეინბერგის ინფორმაციით, ბელგიელი ცენტრფორვარდი ახლა საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს. მისით "ალ ჰილალია" დაინტერესებული.

    ლუკაკუს "ჩელსისთან" კონტრაქტით კიდევ 3 წელი აკავშირებს, მაგრამ 30 წლის თავდამსხმელის "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნების შანსი მიზერულია. გუნდის ახალმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ მიანიშნა კიდეც, რომ რომელუ მის გეგმებში არ შედის.

    ვახსენოთ ისიც, რომ სანამ ტრანსფერი გაიჩარხება, გოლეადორი პრესეზონს მაინც "ლურჯებთან" ერთად გაივლის.

    გასულ სეზონში ლუკაკუ სწორედ "ინტერში" იყო განათხოვრებული. 37 მატჩში მან 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები