03-12-2022

ალიუ სისეს ინგლისთან მატჩის გამოტოვება ემუქრება

ავტორი
ბრაზილიას ჟესუსი და ტელეშიც დააკლდნენ
ფიფა განიხილავს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში პენალტების სერიის დანერგვას
სენეგალის ნაკრების თავკაცმა ალიუ სისემ შეიძლება ინგლისთან მატჩში თავისი გუნდი მოედანზე ვერ გაიყვანოს, - იუწყება Daily Mail.
46 წლის სპეციალისტი შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. ბუნებრივია, ეს გვაფიქრებინებს, რომ ალიუს "სამ ლომთან" დაპირისპირების გამოტოვებაც ემუქრება.
"ის უკვე რამდენიმეა დღეა, რაც ავადმყოფობს," - თქვა სისეს ასისტენტმა, რეგის ბოგარტმა.
შეგახსენებთ, რომ სენეგალი და ინგლისი ერთმანეთს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდებიან. შეხვედრას "ალ ბაით სთედიუმი" უმასპინძლებს.
აფრიკის მოქმედი ჩემპიონებისა და კუნძულელების ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში პოლონეთსა და საფრანგეთს შორის უმჯობესს შეერკინება.
ტეგები:
Facebook კომენტარები