ლუის ენრიკე შესაძლებელია ალეგრიმ შეცვალოს

25-02-2017, 15:34

ესპანურ სპორტულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა. ზაფხულში დიდი ალბათობით "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, ხოლო მის ადგილზე შესაძლებელია მასიმიალო ალეგრი დანიშნონ, რომელიც ამჟამად ტურინის "იუვენტუსს" უდგას სათავებში.

ლუის ენრიკეს გუნდიდან გაშვების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალონიური გრანდი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენთან" 0:4 განადგურდა. აქამდე პრესაში ენრიკეს შესაძლო მემკვიდრეებად მარსელო ბიელსას, ხორხე სამპაოლის, არსენ ვენგერს, მაურისიო პოჩეტინოსა და რონალდ კუმანს მოიაზრებდნენ.

რაც შეეხება ალეგრის, მას "იუვენტუსში" მიუხედავად დამაკმაყოფილებელი შედეგებისა, საქმე კარგად არ მიუდის. მთავარ მწვრთნელს კონფლიქტი წარმოექმნა კლუბის ერთერთ ლიდერთან ლეონარდო ბონუჩისთან. "ბებერი სინიორას" ხელმძღვანელობასაც იტალიელის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

სავარაუდოა, რომ კატალონიის "ბარსელონა" მასიმიალიანო ალეგრისთან კონტაქტის დამყარებას მომავალ ზაფხულს შეეცდება.

  • beka10
  • 25 თებერვალი 2017 15:35
vaaa magrad asworebs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით